Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | უჩვეულო ორშაბათი პალიტრაში - #შეიყვარეორშაბათი
ambebi.ge
29 May 2017, 14:21
ყველაფერი "იღბლიანი ორცხობილებით" დაიწყო, რომლის დახვეულ გულში მოთავსებულ ფურცელზე დაწერილი ფრაზები ორშაბათის დილის განწყობას გვიქმნიდა: "ბედნიერება აქტივობაშია", "ჩაეხუტე გვერდზე მდგომს", "დილა პოზიტივით იწყება", "დიდი წარმატებების კვირა დაიწყო" და ა.შ..

მართლაც, რამდენიმე კვირა, ყოველი ორშაბათი დილა ასეთი პოზიტიური ფრაზებით და განწყობით იწყებოდა "პალიტრა მედიას" თანამშრომლებისთვის. მაშინ, როდესაც ორცხობილებმა მედიასახლის 5 სართული და თითქმის 600 თანამშრომელი მოიარა, თითქოს "ორშაბათის შეყვარება" პალიტრელებისთვის ამით უნდა დასრულებულიყო... თუმცა, 29 მაისს, პალიტრაში კიდევ უფრო უჩვეულო დილა გათენდა...



სამსახურთან მოახლოებულს Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. უცნაური ხმები შემომესმა. "პალიტრას" ვერანდაზე "რუპორით" ხალისიანი ხმა გვეპატიჟებოდა: "დილა მშვიდობისა მარკეტინგის დეპარტამენტს! დილა მშვიდობისა ბიბლუსს! დილამშვიდობისა კვირის პალიტრას! ხალისიან დღეს გისურვებთ, მობრძანდით ვერანდაზე და გამხნევდით უგემრიელესი ყავითა და ზუმბა-ფიტნესით".



ვერანდაზე უკვე შეკრებილიყვნენ თანამშრომლები, რომლებმაც ენერგიულად დაიწყეს სამუშაო კვირა "ჩი გუსტა!"-ს უგემრიელეს ყავასთან და უკვე კარგად ნაცნობ "იღბლიან ორცხობილებთან" ერთად. როდესაც ყველანი შევგროვდით მუსიკის ხმამაც იმატა, წამყვანმა საცეკვაოდ მოგვიხმო. "ზუმბას" მოცეკვავის მოძრაობებს ზედმიწევნით ვიმეორებდით და თანდათან ენერგიით დავიმუხტეთ.



ბევრი ემოცია, ბევრი ენერგია, სახალისო და რითმული განწყობა- ასე უჩვეულოდ დაიწყო მაისის ბოლო ორშაბათი პალიტრაში. კარგი ამინდი, "ჩი გუსტა!"-ს უგემრიელესი ყავა და ენერგიული ცეკვები საკმარისი აღმოჩნდა ორშაბათი დღის განწყობის შესაქმნელად და მის შესაყვარებლად.

"პალიტრა მედია" გირჩევთ #შეიყვარეორშაბათი ჩვენთან ერთად!

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი